ჰააგაში აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი გაიხსნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოიძიებს.
სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, რომ აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს პროკურორებს კიევიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან.
ახლად გახსნილი ცენტრი გამოიძიებს და შეაგროვებს მტკიცებულებებს, რაც განიხილება, როგორც წინასწარი ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის შექმნამდე, რომელსაც შეუძლია კრემლის ოფიციალური პირები უკრაინის ომის დაწყების გამო პასუხისგებაში მისცეს.