ახალი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ლევან ხაბეიშვილს თანაპარტიელები რეპრესიებსა და შურისძიებაში ადანაშაულებენ.
პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ და გუნდიდან გარიყულები პასუხებს სთხოვენ.
პარტიული საქმიანობიდან თამაშგარე დარჩენილები ამტკიცებენ, რომ მელიას მხარდაჭერის გამო ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „რუხი კარდინალების“ ბრძანებით, მათ ჩამოშორებას ცდილობენ.
ხაბეიშვილის გუნდი ამბობს, რომ ახლა შიდა დაპირისპირების დრო არ არის.