თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ნიკოლოზ გუგეშაშვილს, რომელიც ბრალდებულია ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეში.
დაცვის მხარე საპატიმრო ღონისძიების ნაცვლად, გირაოს, 20 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.