ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, წელს არც ერთი კოვიდრეგულაცია არ იმოქმედებს. ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.