რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. ,,ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძის თქმით, თავად რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე.