შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ქურქუმალ ვაითს​ - პრემიერი

30 ივნისი 2023, 16:50 763 ნახვა

შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ ქურქუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღეს ოპოზიციამ ბევრი კითხვა დასვა, თუმცა პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ არიან.

"სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება, გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას არ დაესწრებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი