დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ლიანდაგები, ჩამოიშალა ნიადაგი, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია - რკინიგზა

29 ივნისი 2023, 23:12 551 ნახვა

დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზაში განაცხადეს, რომ ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე განმარტებით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.

„კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისადა ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“,- აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში