მზადება 2023 წლის გამოცდებისთვის

29 ივნისი 2023, 17:40 785 ნახვა

2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს ვიდეოკამერებისა და ელექტროქსელის მონტაჟი, აგრეთვე, კომპიუტერების განთავსება. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში, ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, გამზადებულია შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლებიც. უწყების ცნობით, თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. წელს ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში