მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

28 ივნისი 2023, 20:06 647 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

მათივე განმარტებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი