ე.წ. სანქციების ჯგუფის წარმომადგენლის ბრიფინგი

28 ივნისი 2023, 18:00 692 ნახვა

ამ წუთებში  საერთაშორისო სანქციების ჯგუფის წევრები პრესკონფერენციას მართავენ - ორი დღეა ისინი ქვეყნის მაღალჩინოსნებს ხვდებიან, ცვლიან ინფორმაციებს. როგორია  მათი შეფასება, თემის დეტალებს შემოგთავაზებთ მთავარ გამოშვებაში მანამდე კი კიდევ ერთი პრესკონფერენცია - მსურს ორიოდე სიტყვით ვისაუბრო, რატომ არის ეს ძალისხმევა საჭირო და განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ფოკუსირებული არიან, ხელი შეუშალონ ისეთი მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით ვაჭრობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი