თბილისის საქალაქო სასამართლომ კიბერდანაშაულის ჩადენისთვის სამ ბრალდებულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2021 წელს მაისში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ ბანკში და ანგარიშზე არსებული 97 ათას 808 ლარი ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს.