ეროვნული ბანკი და გენერალური პროკურატურა - სწორედ ამ უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდებიან დღეს საერთაშორისო სანქციების ჯგუფის წევრები. დღეს ვიზიტის მეორე დღეა.
რაზე ისაუბრეს ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ვიზიტის პირველ დღეს, ეს უკვე ცნობილია, ახლა მთავარია რას იტყვიან საქართველოდან გამგზავრებამდე ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე.
სწორედ მედიასთან შეაჯამებენ როგორ ასრულებს საქართველო სანქციებს და რამდენად რეალურია, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანას სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებს.
დევიდ ო’ სალივანი და ჯეიმს ო'ბრაიენი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ნაწილზეც გააკეთებენ აქცენტს.