ტელეკოპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს გუშინ თავს დაესხნენ. მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს, თუმცა მათ ამოცნობას შეძლებს. იგი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ჯერ სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგომას შეძლებდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.
მშვილდაძის თქმითვე, ტერიტორიაზე კამერები არის, სადაც ინციდენტი დაფიქსირებული იქნება. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.