„არსიანი - საუკუნოვანი ისტორიით“  - სოლო კონცერტი

28 ივნისი 2023, 11:55 638 ნახვა

"არსიანი საუკუნოვანი ისტორიით” - ამ სახელწოდებით სოლო კონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა.

სოლო კონცერტზე შესრულდა ცნობილი ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას უკვე უმასპინძლეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ივლისსა და აგვისტოში იგეგმება ანსამბლის გასტროლი საბერძნეთსა და ბულგარეთში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში