საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.