ვაკო ყაზაიშვილი MVP

27 ივნისი 2023, 20:34 622 ნახვა

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე ტურია დუბლს ასრულებს და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია 18 მატჩში 10 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. ულსან ჰიუნდაის 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო ტურში ტეგუსთან ორი გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს 3:1 მოგებულ შეხვედრაში K ლიგამ მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ტურის სიმბოლურშიც შეიყვანა. ყაზაიშვილი დუბლს ზედიზედ მეორე თამაშში ასრულებს, გოლს კი ზედიზედ მესამე მატჩში იტანს. ის კორეის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას თანაგუნდელ ჩო მინგიუსთან ერთად ლიდერობს, რომელსაც ამდენივე გოლი და საგოლე პასი აქვს. ულსან ჰიუნდაის 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად უახლოეს მდევარ პხოხანთან 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ვაკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ივნისს, შინ ჩეჯუ იუნაიტედთან ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი