ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდელთა შორის

27 ივნისი 2023, 20:24 558 ნახვა

ამ წუთებში მიმდინარეობს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს უპირისპირდება და ანგარიში ამ წუთისთვის  0-0 რამაზ სვანაძის შეგირდები ჯგუფის ლიდერები არიან, მათ ოთხი ქულა ქვთ და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან. საქართველოს ნაკრები გამარჯვების ან ფრეს შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს. მარცხის შემთხვევაში კი, თუ პორტუგალია ბელგიას მოუგებს, მაინც ითამაშებენ პლეი-ოფში. საქართველოს ნაკრების მატჩის პარალელურად მიმდინარეობს ასევე ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, პორტუგალიასა და ბელგიას შორის დაპირისპირება და ანგარიში ამ დროისთვის 0 - 0 რაც შეეხება რუმინეთში გასამართ შეხვედრებს, იქ ესპანეთი უკრაინას, ხორვატია კი რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩები რუმინეთში 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ პორტუგალიას მოუგო 2:0, შემდეგ კი ბელგიასთან ფრედ 2:2 ითამაშა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი