საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

27 ივნისი 2023, 11:18 624 ნახვა

ქობულეთში 9 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სამუშაოები კოსმეტიკურ და ტექნიკურ რემონტს ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვალისწინებულია ფიჭვნარის,  ჭახათის ციხისძირის და ქაქუთის საბავშვო ბაღებში, ქალაქის მე- 2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 400 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29-საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში