შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2023

26 ივნისი 2023, 18:14 2100 ნახვა

რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალის ტექნიკური სამზადისი უკვე დაიწყო. წელს პირველად, ფესტივალი ახალ ლოკაციაზე -"სთეიჯ-17"ზე ახალი თაობის საკონცერტო სცენასა  და მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება. ახალი საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური საღონისძიებო სივრცე — „სთეიჯ-17“ ბათუმში მდებარეობს და მასპინძლობს პოპ-მუსიკის, ჯაზის, კლასიკური, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს. კავკასიის რეგიონში „სთეიჯ-17-ის“ უპირატესობაა კონსიერჟული მომსახურება, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება და ხმის და განათების თანამედროვე სისტემები, ხმის ინჟინერიის და განათების საერთაშორისო გუნდი კი გამოცდილია ისეთი მასშტაბის ვარსკვლავების შოუებზე, როგორიცაა თინა ტერნერი, ელტონ ჯონი, სტინგი, ჯენიფერ ლოპესი, შაკირა, Pink Martini, ანტონი რემოსი და ეროს რამაზოტი. 28-30 ივლისს კი რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს ბათუმის სთეიჯ 17, სადაც დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი