სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში. ევროპელ მაღალჩინოსნებს თბილისში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. უკვე გაწერილია ვიზიტის ორდღიანი გეგმა, თუ ვისთან აპირებენ შეხვედრებს დევიდ სალივანი და ჯიმ ობრაიენი.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით დასავლელ პარტნიორებს აქვთ საკმაოდ ბევრი კითხვა და ეჭვი, ეხმარება თუ არა რეალურად საქართველო რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მესამე ქვეყნებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად იმართება, რაც სანქციების გარშემო ქვეყნებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.