ვაგნერელების ამბოხი ჩახშობილია, პრიგოჟინმა და თავის მებრძოლებმა როსტოვი გვიან ღამით დატოვეს. გავრცელდა ვიდეოებიც, სადაც ჩანს, რომ პრიგოჟინს ადგილობრივები ტაშითა და ოვაციებით აცილებენ. ამ ნაბიჯის პარალელურად დაჯგუფების ლიდერმა კრემლის პრესსპიკერისგან ე.წ ჯილდოც მიიღო და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და მეტიც, პესკოვის პროგნოზით ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა.
კრემლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაგნერის ლიდერს არ დასჯის და არც იმ მებრძოლების ნაწილს, რომლებმაც თავდაპირველად აჯანყებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. პრიგოჟისნის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით იყო აღძრული.
გუშინ ვაგნერელებმა 1 დღეში გაიარეს მანძილი მოსკოვამდე, გზად კი კრემლის თავდაცვა აქტიურად ცდილობდა მათთვის ხელის შეშლას. გადათხარეს მოსკოვამდე მისასვლელი გზები, მოაწყვეს ბლოკპოსტებიც, თუმცა ვაგნერელებმა დანიშნულების ადგილამდე მაინც მიაღწიეს და მაშინ როდესაც მოვლენების განვითარებისთვის საბოლოო ნაბიჯი უნდა გადაედგათ უკან დაიხიეს.
მთელი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო გადაადგილება მთავარ ჩქაროსნულ მაგიტრალ მ4-ზე და მედიის ცნობით იქ მოძრაობა კვლავ არ აღდგენილა. ქვეყნის დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში სპეციალური ზომები იყო მიღებული.
დედაქალაქის მცხოვრებლები, ვითარებას ნეიტრალურად აფასებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკა მათი საქმე არ არის.