მსოფლიო თასზე ასპარეზობას უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან მატჩით იწყებენ

23 ივნისი 2023, 20:52 578 ნახვა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-13-ე ჩემპიონატი 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში იწყება. პირველი ტურის ბოლო მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა საქართველოს ნაკრებს შეხვდება. უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშებენ. განაცხადში 10 ლეგიონერია, 7 სასტარტოში, 17 კი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც ინგლისელ 20-წლამდელებთან თბილისში გამართულ ორმატჩიან ისტორიულ სერიაში მიიღო მონაწილეობა. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია: 2017 წელს მეტოქემ 38:14 იმარჯვა, 2018 წელს ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა – 33:27, 2019 წელს კი სამხრეთ აფრიკამ 48:20 გაიმარჯვა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი