ვასილ ტროფიმოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. საექსპოზიციო სივრცეში მხატვრის 20-მდე ნამუშევარი გამოიფინა.
ნახატების გარდა დამთვალიერებელი ასევე ნახავს, მხატვრის პირად ნივთებს - ქუდს, სათვალეს, პალიტრასა და ფუნჯებს. ასევე მხატვრის ვაჟიშვილის, ოლეგ ტროფიმოვის მიერ დაწერილ წიგნს- მამის ბიოგრაფიას.
მხატვარ ვასილ ტროფიმოვის ოჯახმა მუზეუმს ფონდისთვის პირადი ნივთები საჩუქრად გადასცა, მათ შორის მხატვრის ავტოპორტრეტიც.