საქართველოს ისევ სჭირდება რეფორმები - ეს არის მთავარი გზავნილი სტოკჰოლმიდან. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი აცხადებს, რომ 12 პრიორიტეტს შორის საქართველომ სამი შეასრულა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების ჯერ კიდევ შეუსრულებელია და როგორც ამბობს, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეფექტური ნაბიჯები, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ასევე მედია გარემოს გასაუმჯობესებლად და კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ კუთხით ქვეყანას მინიმალური პროგრესი არ აქვს. რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება შვედეთის მინისტრმა ევროპულ საკითხებში. მისი თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა საჭიროა უფრო მეტი რეფორმა. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, მინისტრების შეფასებით, მათ აქვთ შთამბეჭდავი პროგრესი და იგივეს მოითხოვენ საქართველოსგან.