პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინულ ძალებს აქვთ საჭირო საშუალებები, რათა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ. სინგის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლები რთული იქნება და ამას დრო დასჭირდება.
აშშ-ი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი ამ ბრძოლის მოსაგებად- საბრძოლო ძალა და კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატების უნარიც. საბრინა სინგი ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე დანაკარგები ომის სამწუხარო ნაწილია. მ
ანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ნაადრევად მიიჩნია დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მიმდინარე ომში.