იტალიელი საოპერო აგენტი ქართველ მომღერლებს უსმენს

21 ივნისი 2023, 10:48 686 ნახვა

მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სოლისტის ირაკლი კახიძის  იდეით,  ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის სამუსიკო სკოლაში საოპერო აგენტმა ჯორჯო ტრუკომ მომღერლებს მოუსმინა. შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან  25-დან 45 წლამდე ოპერის მომღერლები იყვნენ.

მოსმენის მიზანია, ქართველი საოპერო მომღერლების, ევროპის საოპერო  თეატრებში  დასაქმება, რისთვისაც  მათ აღარ მოუწევთ ფინანსური რესურსის მოძიება  და  შესაძლებლობა მიეცათ  თავიანთ ქვეყანაში სცადონ  საოპერო აგენტთან თანამშრომლობის წამოწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში