ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნაგავმზიდი მანქანებისა და ნაგვის ურნების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი 4 ნაგვის გადამტან მანქანასა და 180 ცალ სანაგვე ურნას შეიძენს, რომლებისთვისაც ჯამში 700 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი 2 მარტს დასრულდება და აღნიშნული რესურსით მუნიციპალიტეტი გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მომარაგდება. გამგეობაში ამბობენ, მანქანების დამატებით ქალაქში ტურისტულ სეზონზე არსებული დასუფთავების პრობლემა მოგვარდება