ოკლენდში ნაჯახით შეიარაღებული სამ ჩინურ რესტორანში შეიჭრა

20 ივნისი 2023, 10:18 571 ნახვა

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი სამ ჩინურ რესტორანში შეიჭრა და  იქ მყოფებს თავს დაესხა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია  გადაყვანილი.  ინციდენტის გამო რესტორნები დაიკეტა და იქ საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ 24 წლის ახალგაზრდა რესტორნებში ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე შეიჭრა და ნაჯახით უმისამართოდ   დაიწყო ადამიანებზე თავდასხმა.

ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებით,  თავდამსხმელი დაკავებულია და იგი სასამართლოს წინაშე დღეს უნდა  წარსდგეს. იგი სხეულის მძიმე დაზიანებების განზრახ მიყენების მცდელობაშია ბრალდებული. პოლიცია თავდასხმის მოტივს არ ასახელებს და  აცხადებს,  რომ დაკავებულს ბრალი შეიძლება დაუძიმდეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი