სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე გახდება

19 ივნისი 2023, 20:32 624 ნახვა

სანდრო ალთუნაშვილი უახლოეს დღეებში ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე გახდება – ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია იტყობინება. საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველს ავსტრიულმა კლუბმა ფეხბურთელის მენეჯერებთან და პირადად ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა. სანდრო ალთუნაშვილი სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე ოფიციალურად გახდება. ხელშეკრულება ორწლიანია – სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტს ოფციონის წესით 2+1-ით გააფორმებს, რაც ავსტრიულ კლუბს ორი წლის შემდეგ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლებას ანიჭებს. 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი „საბურთალოს“ აღზრდილია სადაც 2014 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. 2021 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, ამჟამად კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი