ბრუნო მარსის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

19 ივნისი 2023, 17:39 660 ნახვა

1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1 450 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე დაიწყება ასევე Supper App-ის აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ.ცნობისთვის გეტყვით, რომ ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში