ხმელთაშუა ზღვაში 117 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს

19 ივნისი 2023, 10:15 746 ნახვა
00:00
00:00

ესპანურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ოუპენ არმმა ხმელთაშუა  ზღვაში  117 ლიბიელი მიგრანტი გადაარჩინა. ისინი ხის ნავით ცდილობდნენ ზღვის გადაცურვას.  აქტივისტებმა მიგრანტები იტალიის  ლივორნოს პორტში გადაიყვანეს. გასულ კვირას საბერძნეთის მახლობლად მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა.

ოუპენ არმის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია, რომ გადარჩენილ ადამიანებს შორის  25 ქალი იყო და სამი წლის ბიჭი და რომ მიგრანტები ძირითადად ერითრეიდან, სუდანიდან და ლიბიიდან იყვნენ.

სამაშველო ოპერაცია ჩატარდა საერთაშორისო წყლებში, ლიბიის სანაპიროდან 30 კილომეტრის მოშორებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი