აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლამ ბათუმის საზაფხულო თეატრში ტრადიციული საანგარიშო კონცერტი გამართა. წელს პირველად გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, რომლის პროფესიული პროგრამაც სასწავლებელში წელს სადებიუტო იყო.
გამოფენილი იყო თექის, ნაქსოვების და ხალხური ტანისამოსის ნიმუშები.
როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელები ამბობენ, პროფესიული პროგრამები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.