აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენი პირველი ამერიკელი წამყვანი დიპლომატია, რომელიც ჩინეთს ბოლო 5 წლის განმავლობაში ეწვია. ცინ განგთან შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე იმუშავებს, მათ შორის იქნება უკრაინის ომიც.
ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის დროს, მედიის ცნობით შესაძლოა ის პრეზიდენტსაც შეხვდეს.