მორიგი მუქარა ვატო შაქარაშვილის მხრიდან - ბორჯომის შემდეგ ამჯერად კონსერვატიული მოძრაობის ლიდერი თანამოაზრეებთან ერთად ფრანკლინის კლუბის დაბადების დღეზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავს.
სოც ქსელში წერს, რომ კოკა კოლას ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარება პოლიტიკური გზავნილია და იმის მანიშნებელი, რომ ისინი ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. სწორედ შაქარიშვილი და მისი მოაზრეები იყვნენ ვინც გუშინ ბორჯომში ქვები დაუშინეს გირჩის ბანაკს.
ცნობისთვის, გუშინ თავს დაესხნენ ბანაკისკენ მიმავალ ზურა გირჩი ჯაფარიძესაც, აღნიშნული თავდასხმის გამო შსს -ერთი პირი დააკავა. დაკავებული სასამართლოს მოლოდინშია.