ქართული კინომუსიკის საღამო მოეწყო ხელვაჩაურში. ხელოვნებისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმ მუსიკალურ ნომრები შეასრულეს სხვადასხვა ფილმიდან, სპექტაკლებსა და ანიმაციებიდან.
ხელოვნების ცენტრის სცენაზე აჟღერდა ძირითადად მეოცე საუკუნის სიმღერები და მელოდიები. კონცერტის მიზანი ქართული მუსიკის პოპულარიზაცია და მისი თაობებისთვის გადაცემაა.
კინომუსიკის საღამოში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ათძალი, „კოლხა“ და სხვა შემსრულებლები.