„ლელოს“ პასუხი თორნიკე რიჟვაძეს

16 ივნისი 2023, 14:18 730 ნახვა

2008 წელს ჩვენს გმირებს ომი ლაჩრულად არ წაუგიათ – ამის თქმა არის დიდი სირცხვილი - ამბობს ''ლელო საქართველოს'' წარმომადგენელი გენო თებიძე. ის აჭარის მთვარობის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ თორნიკე რიჟვაძემ გმირების ოჯახს და საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს.

ეს გამოხმაურება თორნიკე რიჟვაძის გუშინ უმაღლეს საბჭოში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელიც რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას შეეხებოდა. 

ციტატა: „გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი