სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის საიუბილეო კონცერტი

16 ივნისი 2023, 11:09 1517 ნახვა

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის საიუბილეო კონცერტი გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. 15 წლის იუბილე სიმბოლურად 15 მუსიკალური ნომრით აღნიშნეს.

საკონცერტო პროგრამაში იყო ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. გოგონათა გუნდი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა წარმატებული გამოსვლები საერთაშორისო კონკურსებზე და 10 გრან-პრი.

ამჯერად მაყურებლის წინაშე გუნდის მეოთხე და მეხუთე თაობა წარსდგა ქორმაისტერ მაგდა მათითაიშვილთან ერთად, რომელსაც განათლებისა და კულტრუსი სამინისტროს სპეციალური ჯილდო - საგუნდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში