სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებზე ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებას რეგიონში არასაკმარისი უსაფრთხოების დონე და დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობა უშლის ხელს. ,,კმაყოფილები ვართ იმით, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ასეა თუ ისე ნორმალიზდება” - განაცხადა რუსეთის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის ზრდა შეინიშნება. მინისტრის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის სავიზო პოლიტიკა გაცილებით ლიბერალური გახდა და ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე გამგზავრება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ.