აჭარის მთავრობის ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე დაიწყო

15 ივნისი 2023, 14:02 784 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარედ, სადაც პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებია მობილიზებული. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საყვირებითა და ბანერებით ხვდებიან. ამბობენ, რომ სურთ მთავრობის თავმჯდომარეს კითხვები დაუსვან კორუფციულ გარიგებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ ეძლევათ.

აქციაზე გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის და ნაზი ფუტკარაძე და მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე გამოუძიებელია და მკვლელებს ხელს თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა აფარებენ. 

ასევე აცხადებენ, რომ არ მიეცათ საშუალება საშვთა ბიუროს გავლით მოხვედრილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, რის გამოც გადაწყვიტეს ამ ფორმით გაეპროტესტებინათ თორნიკე რიჟვაძის მმართველობა აჭარაში.

საკანონმდებლო ორგანოსთან, ცოტა ხნის წინ, დაცვის სამსახურის და პოლიციის დახმარებით, გაკეთდა კორდონი და ორი ავტომობილი უმაღლესი საბჭოს ეზოში შევიდა.

თუ როგორ იმუშავა აჭარის მთავრობამ და როგორ შესრულდა და განხორციელდა ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამები. მთავრობის ერთწლიან მუშაობას დღეს, თორნიკე რიჟვაძე შეაფასებს და დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში