საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6-კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის იყვნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, წარმატებით იასპარეზა ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის ეგიდით გამართულ მარშირებაში.
„მარშირება რთულ რელიეფზე“ 1-7 ივნისის ფარგლებში გაიმართა და მასში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.
ოქროს მედლები მერაბ დემურაშვილმა, ზვიად ქარსანაშვილმა და ლევან წერეთელმა მოიპოვეს; ვერცხლის მედალი - ივანე კიპაროიძემ, ხოლო ბრინჯაო - გიორგი ბოცვაძემ და თემურ მეიფარიანმა მიიღეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.