საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისის ტურნირზე აგვისტოში ირანს, იორდანიას და მონტენეგროს შეხვდება

13 ივნისი 2023, 19:59 571 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აგვისტოში თბილისში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ ტურნირს უმასპინძლებს. მეტოქეები კი ის გუნდები იქნებიან, რომლებიც ფინალურ ეტაპზე ასევე გასულები არიან. საქართველოს საკალათბურთო ფედერაციამ გამოაქვეყნა მოსამზადებელი ეტაპის განრიგი, საქართველოში იორდანიის, ირანისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრებები ჩამოვლენ. მატჩების განრიგი ასე გამოიყურება. 12 აგვისტოს მონტენეგრო ირანს დაუპირისპირდება, საქართველოს ნაკრები კი იორდანიას. 13 აგვისტოს მონტენეგრო იორდანიას შეხვდება, საქართველო ირანს. 14 აგვისტოს იორდანია ირანის შეხვედრა იქნება, ხოლო საქართველო მონტენეგროს შეხვდება. თბილისური მატჩების გარდა, კიდევ რამდენიმე თამაში იგეგმება. საქართველოს ნაკრები 29 ივლისს ტრევიზოში ეგვიპტეს დაუპირისპირდება, 1 აგვისტოს, კაუნასში, ლიეტუვას შეხვდება, 5 აგვისტოს, რიგაში, ლატვიასთან და 22 აგვისტოს ავსტრალიასთან მატჩი უკვე იაპონიაში ოკინავაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი