“ირაკლი შოთაძე რჩება მთავარი პროკურორის პოსტზე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას” – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განმარტებების გაკეთება უწყებას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოუხდა, რის მიხედვითაც ირაკლი შოთაძემ 18 თებერვალს თანამდებობა დატოვა. მთავარი პროკურორის გადადგომას პროკურატურა არ ადასტურებს. უწყება მიიჩნევს რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.