ქობულეთის მერიის ახალგაზრდული საგრანტო პროექტების ფარგლებში, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეჯიბრება გაიმართა, რომელიც "კინო-მუსიკის" სახელითაა ცნობილი.
პროექტში ჩართულ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა გუნდებს, ფილმებში გამოყენებული მუსიკა უნდა გამოეცნოთ და მცირე ინფორმაცია უნდა მოემზადებინათ. პროექტში 9 მონაწილე იყო ჩართული. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები და სერთიფიკატები გადაეცათ.
ქობულეთის მერიის ახალგაზრდული საგრანტო პროექტები, მე-2 წელია რაც ხორციელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს 30-ათასი ლარი გამოიყო.