აქცია გონიოში - ადგილობრივები წყლის, გზის და ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

13 ივნისი 2023, 10:51 1298 ნახვა

გონიოს ციხესთან, მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. ისინი, გონიოს ციხის მიმდებარე დასახლებაში ელექტროენერგიის, წყლის და გზის გაყვანას მოითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ დაპირების მიუხედავად, მიწების გაფორმების შემდეგ დღემდე არ მიუღიათ მშენებლობის უფლება.

აქციაზე განმარტეს, რომ ელექტროენერგიის გაყვანის პროცესი დაწყებული იყო და ერთი კვირის განმავლობაში სამუშაოები გაურკვეველი მიზეზით შეაჩერეს.

მოსახლეობასთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ გონიოში ციხის მიმდებარედ მცხოვრები 270 ოჯახი საკუთრების გაფორმებას ითხოვდა, წლების განმავლობაში საპროტესტო აქციებს შედეგი მოჰყვა და 70%-ს საკუთრება დაუკანონდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი