ქართული თაფლის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გასული წლის მიხედვით ევროკავშირი იყო, სადაც ექსპორტი 75%-ით გაიზარდა. ევროპულ ქვეყნებში პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია,თუმცა მცირე მეწარმეებისთვის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტურიზმია. გიყვებით დარგში არსებულ პოტენციალსა და საქართველოში ტარიელ თევთიძის მიერ პირველად შექმნილ ბიზნეს-პროექტზე, რამაც აჭარაში მეფუტკრეობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა