დაკეტილი ბაღები განმეორებითი რემონტის გამო - ენმ-ის განცხადება

12 ივნისი 2023, 11:12 752 ნახვა

ქალაქში ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით კორუფციაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.

რეზო ხარაზმა ბათუმის 33-ე ბაღთან ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სამ ახალაშენებულ ბაღს განმეორებითი რეაბილიტაცია მალევე დასჭირდა.

საუბარია მე-13, 31-ე და  33-ე ბაღებზე, რომლებიც განმეორებითი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია. მისი თქმით, ეს არაკომპეტენტური სამუშაოების ჩატარების გამო ხდება.

ხარაზმა ანტიკორუფციულ ბიუროსაც მიმართა და საკითხის შესწავლა მოითხოვა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში