ეკონომიკური საბჭოს სხდომა

10 ივნისი 2023, 15:01 2084 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები.

როგორც სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და 2023 წლის აპრილში 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება,  აპრილის თვეში  20.4%-ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100 %-ს გადააჭარბა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში