ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ქედაში ევროკლუბიც გახსნა.
სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან საუბრისას ელჩმა ევროკავშირის მხრიდან მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: ურბანული განვითარება, მდგრადი ტურიზმი, თანამშრომლობა საზღვაო სფეროში, სასამართლოს რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ახალგაზრდების გაძლიერება ადგილობრივი მეწარმეობისა და სოფლის მდგრადი განვითარება.
ელჩმა ადგილობრივი საწარმოებიც მოინახულა: პაველ ჰერჩინკსი ვიზიტი სასულიერო პირებთან შეხვედრით დასრულდა.