პრემიერი გერმანიაშია. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. მაღალი დონის შეხვედრაზე მოლაპარაკებების მთავარი მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება.
ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს ქართული მხარე, რადგან ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის მესამე აუდიენციაა.
როგორც იცით, გერმანია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.