უკვე ნაცნობ ცეკვებთან ერთად ენვერ ხაბაძის სახელობის ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ''ბათუმმა'' საზაფხულო თეატრის სცენაზე, ახალი ნომრებიც შეასრულა.
მაყურებელმა ჯამში 18 ქორეოგრაფიული ნომერი იხილა.
საღამო ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტებს სერიის ნაწილია. სერიის ფარგლებში საზაფხულო თეატრში კონცერტები 11, 21, 24 და 26 ივნისსაც გაიმართება.